ჩვენზე

ივერი ქუცნაშვილი

ბიზნესის განვითარების 30 წლიანი გამოცდილება. აღმასრულებებლი დირექტორისა და ბიზნესის თანამფლობელის როლში, პარტნიორებთან ერთად განავითარა სტარტაპები და კომპანიები ბაზრის ლიდერებად შემდეგ ინდუსტრიებში: საცალო ქსელები, სამოქანალაქო ინჟინერია, თანამედროვე მასალების წარმოება და საინჟინრო ინსტრუმენტების მომარაგება ამ კომპანიების შექმნიდან ან ხელმეორედ ამუშავებიდან 3 წლის მანძილზე.

ძირითადი კომპეტენციები მოიცავს ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების რეალურ ცხოვრებაში სხვადასხვა ინდუსტრიებში განხორციელების ექსპერტიზას, რაც თავის მხრივ მოიცავს მაღალ კომპეტენციას პროექტების მართვაში, დაფინანსება, ადამიანური რესურსები, კრიზისების მართვა, მარკეტინგი.

კომპანიაში პასუხისმგებლობა მოიცავს კომპანიისა და პროდუქტების განვითარებას, ადამიანის რესურსებს და ფინანსებს. ივერი ქუცნაშვილს აქვს ბაკალავრის ხრისხი ფიზიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან და მაგისტრის ხარისხი ქეის ვესთერნ რეზერვ უნივერსიტეტისგან.

ნუგზარ დვალი

მრავალწლიანი გამოცდილება მენეჯმენტის და კონსალტნგის სფერში.

განხორციელებეული პროექტები:

სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია -1000 მდე სახლემწიფო საწარმოს გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად და აქციების გაყიდვა სპეციალიზებული აუქციონების და ტენდერების გზით.  დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია.

მულტი პროფილური ჰოლდინგური კომპანია „ცენტრის“ ტურისტული და დასვენების სფეროს ობიექტების მშენებლობა და ოპერირება. გენერალური მენეჯერის პოზიცია.

დეველოპმენტი უძრავი უძრავი ქონების სფეროში. დეველოპერული კომპანია ეპიკ დეველოპმენტის ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციიდან.

აუდიტორული კომპანია იუ-ბი-სი ინთრენეიშენელის დაფუძნება პარტნიორებთან ერთად და საქართველოსი ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბება. სამთო-მომპოვებელი ჰოლდინგი Rich metals Group (RMG) შესყიდვების სისტემის ჩამოყალიბება  ISO სტანდარტთან შესაბამისობაში.

ნოდარ ძიძიკაშვილი

ბიზნესის-კონსალტინგში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება. გენერალური დირექტორის სტატუსით მართავდა სხვადსხვა კომპანიებს ჯერ კიდე კოოპერატიული ალიანსის „ცეკავშირის“ სისტემაში 1993-1999 წლებში. ამჟამად არის, ორი არასამთავრობო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

აქვს ქვეყნის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების პროგნოზირების, კონცეფციების, დოქტრინებისა და სტრატეგიების შემუშავების მდიდარი გამოცდილება.
უმუშავია ქალაქ-წარმომქმნელი, მსხვილი ინფრასტრუქტურული (საპორტო, სივრცითი, სამრეწველო) და ინოვაციური (ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ეკონომიკური კლასტერები, ტექნოპოლისი) სტრუქტურების დაგეგმვის, იდენტიფიკაციისა და ფორმირება-განვითარების პროექტებზე.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი ზემოთ ნახსენებ ინოვაციურ სტრუქტურებზე.

ავტორია 70-ზე მეტი სხვადასხვა სახის ბიზნეს-გეგმის, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და მარკეტინგული გეგმის მეურნეობის სხვადსხვა სფეროში, მათ შორის 1000 კაცზე მეტი პერსონალისა და სააქციო საწარმოთათვის.

დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტი (1973 წელს) და მოსკოვის შირშოვის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1979-1982 წლებში. PHD.

ხატია კობერიძე

ხატია კობერიძეს გააჩნია 15+ წლიან გამოცდილება მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში სამშენებლო და სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში. იგი ამჟამად აქტიურად იყენებს ამ ცოდნას, როგორც მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი და უზიარებს სხვებს თავის გამოცდილებას, როგორც ლექტორი და ასოცირებული პროფესორი.

ხატია გამოირჩევა სტრატეგიული დაგეგმარების, მარკეტინგული ინიციატივებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარებით. ფლობს მეცნიერებათა დოქტორის წოდებას ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში.

კომპანია: GeoEngineering – Leading Georgian Civil Engineering Firm (www.geoengineering.ge#1 in Geotechnical Engineering in South Caucasus

როლი: დირექტორი და წილის მფლობელი: ბიზნესის განვითარება, მარკეტინგი, ფინანსები, ადამიანური რესურსები, კრიზისების მართვა